Thumbnail

ოპერაცია აუცილებელია! ბრუკლინმა კაირი ირვინგიც დაკარგა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრუკლინის ვარსკვლავისთვის ეს სეზონი დამთავრებულია
  • კაირი ირვინგი მხრის ოპერაციას გაიკეთებს

ბრუკლინ ნეტსის გულშემატკივრებმა ცუდი ამბავი შეიტყვეს: კაირი ირვინგი ამ სეზონში არცერთ მატჩს აღარ ჩაატარებს!

ნეტსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამთამაშებელი მხრის ოპერაციას გაიკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთის სეზონი ნაადრევად მთავრდება. ცნობილია, რომ კაირის მხრის ტკივილები ნოემბრის შემდეგ აწუხებდა, რის გამოც გუნდს ამ სეზონში 26 თამაშში ვერ დაეხმარა.

“მოთამაშეების ჯანმრთელობა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. საერთო სურათი გავაანალიზეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ,” - განაცხადა ბრუკლინის გენერალურმა მენეჯერმა შონ მარკსმა.

კაირი ირვინგის საშუალო შედეგი ამ სეზონში: 27,4 ქულა, 6,4 პასი, 5,2 მოხსნა

საერთო სურათში მარკსი ალბათ იმას გულისხმობს, რომ ბრუკლინმა ამ სეზონზე უკვე ხელი ჩაიქნია და მთელ აქცენტს მომდევნო სეზონზე აკეთებს. საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონისთვის კევინ დურანტიც გამოჯანმრთელდება და შონს სურს, რომ ორივე სუპერვარსკვლავი ჯანმრთელი ჰყავდეს.

ამ სეზონში ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციაში, 25 მოგებითა და 29 მარცხით მე-7 ადგილზეა, მე-9 ადგილზე მყოფ ვაშინგტონს 5 მოგებით უსწრებს და წესით, პლეი ოფში უპრობლემოდ უნდა გავიდეს. თუმცა დურანტის გარეშე პლეი ოფის პირველი რაუნდის გადალახვაც გაუჭირდება. კაირი ირვინგი ნეტსში თავის პირველ სეზონში საშუალოდ 27,4 ქულას, 6,4 პასს და 5,2 მოხსნას აგროვებდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები