Thumbnail

ბავშვი არსენალის გუნდურ ფოტოზე - სახალისო ფაქტი პირეოსში

ევროპალიგის 1/16-ფინალში, ოლიმპიაკოსი-არსენალის მატჩის დაწყებამდე საინტერესო და სახალისო შემთხვევა მოხდა.

ერთ-ერთი ბიჭუნა, რომელმაც ფეხბურთელები პირეოსის სტადიონის მოედანზე მიაცილა, დაიბნა და გაზონიდან არც მას შემდეგ გავიდა, რაც ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჰიმნი დაუკრეს. 

სამაგიეროდ, ვითარებაში დროულად გაერკვენენ მიკელ არტეტას შეგირდები, რომლებმაც გუნდური ფოტოს გადაღებისას, დაბნეულ ბავშვს თავის რიგებში უხმეს. ასე აღმოჩნდა პატარა ბიჭუნა არსენალის გუნდურ ფოტოზე.

დაბნეული ბიჭუნა და არსენალის ფეხბურთელები

ოლიმპიაკოსისა და არსენალის შეხვედრა პირეოსში, "გეორგიოს კარაისკაკისზე" გაიმართა და მატჩის ერთადერთი გოლი ალეკსანდრ ლაკაზეტმა შეაგდო. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ლონდონში 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები