Thumbnail
  • ბასკონია 60:74 ჟალგირისი
  • შენგელიას 12 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიამ ევროლიგის 25-ე ტურში ჟალგირისს უმასპინძლა და 14 ქულით დამარცხდა - 60:74.

შენგელიამ 28:20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულას, 3 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. ჯენინგის ანგარიშზე 3 ქულა დაგროვდა. მან 3-დან ერთი სამქულიანი გამოიყენა. ჟალგირისმა მესამე პერიოდი 10 ქულით მოიგო - მოპოვებული უპირატესობა ბოლო მეოთხედშიც არ გაუშვა და სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა.

ბასკონიას 25 ტურში 9 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა, რითიც ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი საგრძნობლად შეიმცირა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს. მატჩი 28 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები