Thumbnail

ტალახაძე ისევ საუკეთესოა – ლაშა ზედიზედ მესამედ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა
  • ქართველ გოლიათს ხმა 17 084-მა ადამიანმა მისცა

ლაშა ტალახაძე (+109 კგ.) მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს. 26 წლის ქართველი გოლიათი პირველ ადგილზე გავიდა გამოკითხვაში, რომელსაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ატარებდა.

ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. კონკრეტულად ტალახაძეს 17 084 ხმა ერგო და მან საგრძნობი სხვაობით გაუსწრო მე-2 ადგილზე გასულ სომეხ სიმონ მარტიროსიანს (109 კგ. 5 514 ხმა).

უნდა ითქვას, რომ ლაშას მორიგ აღიარებაში ეჭვის შეტანა ნამდვილად ძნელი გახლდათ. უკვე მერამდენე ტურნირია, მას მცირე წინააღმდეგობასაც ვერავინ უწევს და 2019 წელსაც როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.

ქალთა შორის წლის საუკეთესო ძალოსნის ტიტული ამერიკელ კატერინ ელიზაბეტ ნიეს (71 კგ.) ერგო, რომელმაც 9 105 ხმა მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები