Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ მომავალი კილიან მბაპესია
  • ‘მარკას’ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში CR7 ფრანგზე საუბრობს

კრიშტიანო რონალდომ პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავ კილიან მბაპეზე ისაუბრა და ფრანგი თავდამსხმელი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო.

“ის მსოფლიო ფეხბურთის აწმყო და მომავალია,” - ამბობს რონალდო ‘მარკას’ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

35 წლის კრიშტიანოს, რომელსაც ოქროს ბურთი ხუთჯერ აქვს მოგებული, არ უკვირს, რომ პსჟ-ს ფორვარდი 21 წლის ასაკში უკვე სუპერვარსკვლავია: “კილიან მბაპე ფანტასტიკური ფეხბურთელია. ძალიან სწრაფია და მომდევნო წლები მას ეკუთვნის,” - ამბობს CR7.

კილიან მბაპემ წინა სეზონში პარიზელებისთვის 39 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი უკვე 24 გოლი აქვს.

გამოკითხვა

ვინ გაუტანს რომას?

  • გიორგი ჩაკვეტაძე
  • გიორგი ქვილითაია
  • ორივე გაუტანს
  • ვერცერთი

კომენტარები

ბოლო ამბები