Thumbnail
  • საკალათბურთო ნაკრების წევრებმა შვეიცარიასთან მატჩამდე მედიასთან ისაუბრეს
  • ილიას ზუროსის გუნდი პირველი გამარჯვებისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის მიერ გაწვრთნილი გუნდი 20 თებერვალს შვეიცარიას უმასპინძლებს, 23-ში კი, გასვლითი შეხვედრა ელის სერბეთთან, რომლის დამრიგებელიც საქართველოს ნაკრების ექს-თავკაცი იგორ კოკოშკოვია.

ნაკრების მოთამაშეებმა შვეიცარიასთან გასამართ მატჩამდე მედიასთან ისაუბრეს და გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასეს.

ბექა ბურჯანაძე: ჩემთვის უჩვეულოა, რომ ნაკრებში ერთ-ერთ გამოცდილ და ვეტერან კალათბურთელად ვითვლები. განაღდებული გვაქვს ევრობასკეტის საგზური, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს და წინსვლისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

დუდა სანაძე: კარგ ფორმაში ვარ, ბოლო 2 თამაში პორტუგალიის ლიგაში კარგად ჩავატარე. იმედი მაქვს, რომ ხვალაც კარგ შეხვედრას ჩავატარებ. გუნდში კარგი სიტუაციაა და ყველა კარგ ფორმაშია.

ნაკრების ღია ვარჯიში

გიორგი ცინცაძე: საკმაოდ მონდომებული ბიჭები არიან. პერსპექტიული ახალგაზრდები გვყავს. ქართულ კალათბურთს ნამდვილად აქვს დიდი მომავალი.

გიორგი შერმადინი: ყოველთვის მიხარია, როდესაც ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვდივარ და ამ ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობ. ძალიან ბევრი ახალი სახეა. რა თქმა უნდა, ისინი გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობენ. მივმართავ ქომაგს, რომ მხარი დაგვიჭირონ და გამარჯვებით ერთად გავიხაროთ.

თად მაკფადენი: ძალიან მიხარია, რომ ისევ გუნდთან ერთად ვარ. ვეცდები, რომ ნდობა გავამართლო და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ვიქცე.

ილიას ზუროსი: შვეიცარია საკმაოდ რთული მეტოქეა. იოლი მატჩი არ გველის. ახალი სისხლი და ნიჭიერი მოთამაშეები გუნდს სჭირდებოდა. ვცდილობთ, რომ ევრობასკეტამდე დარჩენილი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრების წევრთა კომენტარები შვეიცარიასთან მატჩამდე

საქართველოს ნაკრების წევრთა კომენტარები შვეიცარიასთან მატჩამდე

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 19 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები