Thumbnail
  • ანორთოსისი 1:1 ნეა სალამინა
  • საპასუხო მატჩი 26 თებერვალს გაიმართება

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კვიპროსის თასის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში 1:1 ითამაშა ნეა სალამინასთან. ახლა ქართველი სპეციალისტის გუნდს საპასუხო მატჩი სტუმრად ელის, რომელიც 26 თებერვალს გაიმართება. 

ჯანოს ნეა სალამინას ფეხბურთელთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა

ეს ფამაგუსტის დერბია, თუმცა თურქული ოკუპაციის შემდეგ, ორივე გუნდი ლარნაკაშია დაბანაკებული. ქეცბაიამ პირველად ათამაშა ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში, ის 66-ე წუთზე რაიომ შეცვალა, სწორედ ესპანელმა გაიტანა საპასუხო გოლი პენალტით და ანორთოსისი მარცხისგან იხსნა, ეს 84-ე წუთზე მოხდა.

მანამდე ბრაზილიელმა ანდერსონ კორეიამ, რომელიც მანამდე ბოავიშტას ფეხბურთელი იყო, გიორგი ლორიას კარი დალაშქრა. ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), თორნიკე ოქრიაშვილმა - მეორე ტაიმი, ხოლო ბუბა დაუშვილს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

რაც შეეხება ანანიძეს, მან ფორვარდების უკან ითამაშა, სტანდარტულებს ასრულებდა და ერთი მომენტიც ჰქონდა. ერთ ეპიზოდში კი ნეა სალამინას ფეხბურთელთან შეკამათებაც მოუვიდა. 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ჩემპიონატის მატჩისგან განსხვავებით, ბევრი რამ შევცვალეთ, ზოგიერთ ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი მივეცით. გაცილებით მეტს ველოდი გუნდისგან. საპასუხო მატჩი წინ არის, ჩვენ ყველას დამარცხება შეგვიძლია. 

'შანსი სხვა ფეხბურთელებსაც მივეცი'

რომელ გუნდს უფრო მეტი შანსი ჰქონდა - ამაზე ლაპარაკი არაფერს მოგვცემს, მთავარი არის შედეგი. ახლა კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია კვირის მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩემპიონატში ვლიდერობთ და ამის შენარჩუნება გვსურს, მეტიც, გაზრდაც არ გვაწყენდა უპირატესობის.

რატომ ვერ ვითამაშეთ სათანადოდ? მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაგვაკლდნენ, მაგრამ შანსი ყველას უნდა მიეცეს, სეზონი გრძელია. თუმცა არ დავეთანხმები, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საშინლად ვითამაშეთ. ზოგიერთი მოთამაშის თამაშით კმაყოფილი ვარ, ზოგის თამაშით კი არა. გპირდებით, ამ დუელს მოვიგებთ". 

კომენტარები

ბოლო ამბები