Thumbnail

არსენ ვენგერს ახალი იდეა აქვს - ფრანგს თამაშგარის წესი არ მოსწონს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არსენ ვენგერს სურს, წესი რაც შეიძლება მალე შეიცვალოს
  • შესაძლოა ახალი რეგულაცია ევროპის ჩემპიონატზე გამოსცადონ

მიმდინარე სეზონში VAR-ს ბევრი აკრიტიკებს. განსაკუთრებულად არ მსოსწონთ ის, თუ როგორ ადგენენ თამაშგარეს. შესაძლოა მოთამაშემ გოლი იმის გამო არ ჩაუთვალონ, რომ მკლავი მცველზე ოდნავ წინ ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს წესი არ მოსწონს, ფეხბურთში დადგენილი წესების თანახმად, მცირეოდენი გადაცდომაც დარღვევაა და გატანილი გოლი უნდა გაუქმდეს.

თამაშგარის წესის შეცვლის შესახებ ისაუბრა ფიფას გლობალური განვითარების უფროსმა, არსენალის ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა. მან წამოაყენა ინიციატივა, რომ წესებში ცვლილება შევიდეს.

თუკი შემტევ მოთამაშეს სხეულის რომელიმე ნაწილი, რომლითაც გოლის გატანა შეუძლია, აქვს უკანასკნელ მცველზე უკან, მაშინ თამაში უნდა გაგრძელდეს და წესების დარღვევა არ დაფიქსირდეს. ფრანგის ინიციატივა პრაქტიკულად დღევანდელი წესების საპირისპიროა.

ვენგერის ინიციატივას ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს (IFAB) მდივანმა ლუკას ბრუდმა უპასუხა.

"ამ თვეში დაგეგმილ ყოველწლიურ გენერალურ კრებაზე თამაშგარის წესების ცვლილება არ მოხდება. ჩვენ მივესალმებით მისტერ ვენგერის მოსაზრებას და ველოდებით მას, რომ საკითხი განვიხილოთ", - განაცხადა ლუკასმა.

დიდი ალბათობით, საკითხი მომდევნო თვეებში განიხილება. არსენ ვენგერს სურს, რომ წესი, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს და ის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე გამოიყენონ.

კომენტარები

ბოლო ამბები