Thumbnail
  • ლობჟანიძემ ანკარაგიუჯუს მაისურით პირველი გოლი ფენერბაჰჩეს გაუტანა
  • ქართველი ფეხბურთელი 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუმ თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ფენერბაჰჩე 2:1 დაამარცხა, რითიც სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. ქართველმა ფეხბურთელმა თურქული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

beIN SPORTS-მა, რომელიც თურქეთის სუპერლიგის ოფიციალური მედია-პარტნიორია, ინსტაგრამის გვერდზე სუპერლიგის 22-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ლობჟანიძეც მოხვდა.

საბასთან ერთად სიმბოლურში თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი სერდარ გიურლერი, სენეგალელი პაპი ჯილიბოჯი, პორტუგალიელები ანდრე კასტრო და ჟოაო პერეირა მოხვდნენ.

საბას გუნდი ლევან შენგელიას ქონიასპორს გაუთანაბრდა და მომდევნო ტურში გენჩლერს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები