Thumbnail
  • სპორტფოტო 2019-ს ‘ფაბრიკამ’ უმასპინძლა
  • გამოფენაზე წლის საუკეთესო ფოტოები იყო წარმოდგენილი

„ფაბრიკას“ საგამოფენო სივრცემ სპორტული მოვლენების ამსახველ მეექვსე გამოფენას - „სპორტფოტო 2019“-ს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო 2019 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია. კატალოგში 30-მდე სპორტული ფოტოგრაფის 250-ზე მეტი ნამუშევარია. პარალელურად, ექსპოზიციაზე მისულმა დამთვალიერებელმა გასული წლის გამორჩეული სპორტული მოვლენების ამსახველი ვიდეოკლიპი იხილა.

სტუმრებს შორის იყვნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტსმენები და სპორტული ჟურნალისტები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე გამოფენაზე
📸 | mes.gov.ge

შალვა გოგოლაძე (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე)
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფოტოგრაფს, ვინც ეს ემოციები ფოტოების სახით დაგვიბრუნა. 2019 წელი ქართული სპორტის ისტორიაში საუკეთესო იყო და კარგია, რომ ჩვენმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ფოტოებით გააცოცხლეს ეს ისტორია. ეს ფოტოები გამოიფინება როგორც თბილისის მერიაში, ისე სამინისტროშიც, რათა ყველა სტუმარმა დაინახოს ქართული სპორტის დიდება.”

თამარ ჯიშკარიანი („სპორტფოტოს“ ავტორი)
“ამ გამოფენის მიზანი სპორტული წლის შეჯამებაა. მნიშვნელოვანი სპორტსმენები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან, რადგან ჩნდებიან ტელევიზიაში, სოციალურ ქსელში, მაგრამ გადის წლები და ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ მისი ფოტო არ გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად ერთ კრებულში გავაერთიანოთ საუკეთესო ფოტოები და კატალოგის სახით დავტოვოთ ისტორიაში.”

ეკა ელოშვილი („სპორტფოტოს“ მონაწილე)
“უკვე მე-6 წელია, რაც “სპორტფოტო” არსებობს და საკმაოდ წარმატებული პროექტია, რადგან 6 წელი ცოტა დრო არ არის. ქართული სპორტის მოყვარული ადამიანები ყოველ წელს, თებერვალში ელოდებიან იმ დღეს, როცა გაიხსნება “სპორტფოტოს” გამოფენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე როგორც ჩვენთვის, ორგანიზატორებისთვის, ისე ქართული სპორტის ფოტოგრაფებისთვის, რადგან ამ დღეს გამოფენილი ფოტოები გვახსენებს ყველა იმ წარმატებას და სიხარულს, რაც გასული წლის განმავლობაში მოგვიტანეს ჩვენმა სპორტსმენებმა თუ გუნდებმა."

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

📸 სპორტფოტო 2019 - გამოფენა ფაბრიკაში

კომენტარები

ბოლო ამბები