Thumbnail
  • ფიბა-ს ტრადიციული კლასიფიკაცია შესარჩევი მატჩების წინ 
  • საქართველოს ჯგუფში მეტოქეთაგან მხოლოდ სერბეთს ჩამორჩება

ევრობასკეტი 2021-ის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ, ფიბა-მ ტრადიციული სანაკრებო რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი მე-18 ადგილზე მოხვდა.

Get ready for the EuroBasket 2021 Qualifiers!

Two weeks left until the start of #EuroBasket 2021 Qualifiers! Who's your team? 😤 📅 February 𝟸𝟶-𝟸𝟺

Posted by FIBA EuroBasket on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2020

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლასიფიკაცია ოფიციალურ სახეს არ ატარებს. მას ფიბა-ს ექსპერტები ადგენენ, განახლება კი, შესარჩევ ციკლში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ხდება.

აი, რას წერს ფიბა-ს პრესსამსახური ილიას ზუროსის გუნდის შესახებ:

“მოედანზე იქნება გიორგი შერმადინი და ეს, უმთავრესია, რაც უნდა იცოდეთ. თუკი მისი გარჯის წყალობით, იბეროსტარ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშობს, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოს ნაკრებმაც მოახერხოს? მიუხედავად იმისა, რომ შერმადინის ნაკრებს ერთ-ერთ მეტოქედ სერბეთი ჰყავს და თანაც, თამაში ბელგრადში შედგება”.

ცნობისთვის, სერბეთი, რომელსაც საქართველო 23 თებერვალს გაეჯიბრება, კლასიფიკაციაში მესამეა, შვეიცარიელებს (მათ 20-ში, თბილისში ვეთამაშებით) მხოლოდ 30-ე პოზიცია უკავიათ, ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ფინეთი კი მეოცეა.

Full Volume 1⃣ of our #EuroBasket Power Rankings ⬇️ 📊 http://go.fiba.basketball/EBQ21_Power_Rankings_1 Do you agree 🤔?

Posted by FIBA EuroBasket on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020

წლის პირველი რეიტინგის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, ლიტვა, გერმანია, იტალია, რუსეთი, ჩეხეთი, თურქეთი, საბერძნეთი.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 2-19 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში (საქართველო, იტალია, გერმანია, ჩეხეთი) ჩატარდება და მასპინძლებს ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები 8 ჯგუფშია გადანაწილებული და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას სამ-სამი საუკეთესო მიიღებს, ცხადია, გარდა იმ ჯგუფებისა, სადაც ტურნირის მასპინძელი ქვეყნები ირიცხებიან (იქიდან 2 საუკეთესო და მასპინძლები გავლენ).

კომენტარები

ბოლო ამბები