Thumbnail

0,3 წამი მსოფლიო რეკორდამდე - ერლინგ ჰაალანდის არანორმალური სპრინტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დორტმუნდის ფორვარდმა პსჟ-სთან მატჩში არაჩვეულებრივი სისწრაფე განავითარა
  • 19 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელსს მსოფლიო რეკორდამდე ძალიან ცოტა დააკლდა

დორტუნდის ბორუსიას თავდამსხმელს ერლინგ ჰაალანდს, პარი სენ-ჟერმენთან შეხვედრაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე სულ ცოტა დააკლდა. 19 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელმა, გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, არაერთი მიღწევის ავტორი გახდა და დორტმუნდს გაამარჯვებინა (2:1), არაჩვეულებრივი სისწრაფეც განავითარა.

📋 მეტი ამ თემაზე:

დორტმუნდის კართან პსჟ-ის მოწოდებულ კუთხურს მასპინძელთა კონტრშეტევა მოჰყვა, ახალგაზრდა ფორვარდმა კი 60-მეტრიანი სპრინტი შეასრულა. მოგვიანებით გამოთვალეს და აღმოჩნდა, რომ ეს მონაკვეთი ერლინგმა 6,64 წამში დაფარა. 

ფეხბურთელს მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც 6,34 წამს შეადგენს და ის ამერიკელმა სპრინტერმა კრისტიან კოულმანმა 2018 წელს დაამყარა, სულ რაღაც 0,3 წამი დააკლდა.

სხვათა შორის, ასევე აღმოჩნდა, რომ ერლინგს დღემდე ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდსმენის წოდება სიგრძეზე ხტომაში, 5-წლამდე ბავშვთა შორის. 2006 წლის 22 იანვარს პატარა ერლინგი 163 სმ-ზე გადამხტარა, რაც ამ ასაკობრივ კატეგორიაში აქამდე საუკეთესო შედეგია.

ერლინგ ჰაალანდი ნორვეგიული ბრიუნეს აღზრდილია, დორტმუნდში კი 2020 წლის იანვარში, ავსტრიული ზალცბურგიდან გადავიდა. სატრანსფერო ფასმა 20 მილიონი ევრო შეადგინა, გერმანულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში დორტმუნდისა და პარი სენ-ჟერმენის საპასუხო დაპირისპირება პარიზში 12 მარტს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ბარსელონა
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები