Thumbnail
  • 'პირველ რიგში, თბილისში, ფსიქოლოგიურ წნეხს უნდა გავუმკლავდეთ'
  • მიხაილ მარხელს ახარებს, რომ საქართველო სპარინგებს ვერ ატარებს

ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებმა, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქეა, მომავალი მატჩისთვის მზადება დაიწყო და ამ მიზნით, 23 თებერვალს არაბეთის გაერთიანებული საამიროებში ამხანაგურად უზბეკეთს ეთამაშება, 26-ში კი, სოფიაში – ბულგარეთს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • საქართველო
  • ბელარუსი

მომავალი ბატალიების წინ, ბელარუსების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, უზბეკეთთან სპარინგი სწორედ იმ ნიშნით შეირჩა, რომ ისინი ქართველების მსგავსად თამაშობენ.

“შეკრების დროს რომელიმე კლუბთან თამაში არ გვსურდა. კლუბი სხვაა და ნაკრები სხვა. ამას ფეხბურთელებიც კარგად გრძნობენ. ეს, უმნიშვნელოვანესი ეფექტია. კარგად გვესმის, თბილისში რა ატმოსფერო დაგვხვდება – პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ წნეხს უნდა გავუმკლავდეთ.

საქართველოსთან მატჩამდე იმდენად მცირე დრო რჩება, რომ რაიმე ძირეული ცვლილების განხორციელება შეუძლებელია. ახლანდელი შეკრება და რამდენიმე დღე მარტში. სულ ესაა. ამ ფონზე უზბეკეთთან სპარინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ქართველები სათამაშო სტილით მათ ძალიან ჰგვანან.

შეკრებაზე ერთადერთი ლეგიონერი გვყავს გამოძახებული და ბევრი ამაზე წუხს, თუმცა, მოდით, ამას სხვაგვარად შევხედოთ. ჩემი აზრით, ის, რომ ეროვნულ გუნდში ძირითადად შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელები გვყავს, საქართველოსთან შედარებით უპირატესობას გვაძლევს.

ქართველებს ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, რის გამოც არასანაკრებო ფანჯრის დროს გუნდის შეკრება უჭირთ და შემთხვევითი არაა, რომ საკონტროლო მატჩებსაც ვერ ატარებენ. თებერვლის შეკრების უპირატესობა ესაა და სისულელე იქნებოდა, აღნიშნული არ გამოგვეყენებინა.

მას შემდეგ, რაც ალეკსანდრ მარტინოვიჩი დაშავდა, დაცვის ცენტრში პრობლემები შეგვექმნა. სწორედ ამიტომ შეკრებაზე სოლიგორსკის შახტიორიდან სერგეი პოლიტევიჩი გამოვიძახეთ და თუკი ჩვენმა გათვლამ გაამართლა, ის თბილისში უნდა დაგვეხმაროს”.

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში, “დინამო არენაზე” 26 მარტს გაიმართება. გამარჯვებული 31 მარტს, ფინალში კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

📋 მეტი თემაზე საქართველო V ბელარუსი:

კომენტარები

ბოლო ამბები