Thumbnail

თამაში მასაც სურდა - ძაღლი მოედანზე შევარდა და ბურთს ვერ ართმევდნენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

რა აჩქარება, რა ბურთის ფლობა!..

თურქეთში, ფათიჰ ქარაგიუმრუქისა და გირესუნსპორის მატჩის დროს, როცა ფეხბურთელები ჯარიმის დასარტყმელად ემზადებოდნენ, მოედანზე ძაღლი შევარდა და ყველა გაახალისა. მან ბურთი ‘მოიპარა’ და ვეღარ ართმევდნენ. ვიდეოში ნახავთ, რა კარგად აკონტროლებდა ბურთს - კომენტატორიც აღფრთოვანდა და ცხოველს ბურთის ფლობის ტექნიკა შეუქო, მაყურებლებისგან კი ტაში დაიმსახურა.

ცოტა ხანში, ფეხბურთელებმა ბურთი ძალით წაართვეს, მოედანს მიღმა გადაადგეს და ძაღლიც გაჰყვა, მაგრამ რამდენიმე წამში ბურთთან ერთად ისევ დაბრუნდა. ერთადერთი გამოსავალი მისი ხელში აყვანა და მოედნიდან ასე გაყვანა იყო. მოკლედ, “წითელი ბარათი” კი მიიღო, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად ითამაშა...

View this post on Instagram

📍 Istanbul, Turkey

A post shared by 433 (@433) on

 

კომენტარები

ბოლო ამბები