Thumbnail

როგორ აფასებენ ბუქმეიქერები საქართველოს ნაკრების შანსებს? ფავორიტი მაკედონიაა!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

26-31 მარტს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართება. გაირკვევა ევროპის ჩემპიონატის ბოლო, 4 საგზურის მფლობელის ვინაობა. 

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიზნამდე ორი ნაბიჯი აშორებს - თუ ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მარტს ბელარუსს დაამარცხებს, შემდეგ კი ფინალსაც მოიგებს (კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის გამარჯვებულთან), ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. თან, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - ორივე თამაშს თბილისში გამართავს. 

📋 მეტი თემაზე საქართველო V ბელარუსი:

"ევრო-ფუტბოლმა" პლეი ოფში მონაწილე 16-ვე ნაკრების შანსები განიხილა მსოფლიოს ბუქმეიქერების ვერსიით. აქვე ამ წყაროს შეფასებას გთავაზობთ D გზის (სადაც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს) შემთხვევაში:

"D გზა: ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, საქართველო, ბელარუსი

აქ ყველაზე ეგზოტიკურმა გუნდებმა მოიყარეს თავი. არცერთ ნაკრებს არ უთამაშია მსხვილი საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე. ასე რომ, გამარჯვებული აუცილებლად ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იქნება. რაც შეეხება კოსოვოს: ამ პატარა რესპუბლიკას სულაც საერთაშორისო დებიუტი აქვს ოფიციალურ ტურნირებში. შესარჩევ ციკლში კოსოვოელებმა მონტენეგროსა და ბულგარეთს გაუსწრეს და წინ მხოლოდ ინგლისისა და ჩეხეთის ნაკრებები გაუშვეს. 

ალბათ, სწორედ ამიტომ, ბუქმეიქერები საკმაოდ მაღალი ალბათობით აფასებენ კოსოვოელთა შანსებს ამ კვარტეტში, მაგრამ მაინც მეორე ადგილზე აყენებენ ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ. ბუქმეიქერები მაკედონიელებს მცირე უპირატესობას ანიჭებენ და ამ ოთხეულში ყველაზე დაბალ კოეფიციენტს აძლევენ. 

სხვათა შორის, წილისყრაში კოსოვოს არ გაუმართლდა - ორივე თამაში სტუმრად უწევს. მაკედონია კი პირველ ადგილზეა და ამის მიზეზი კარგი თამაშია შესარჩევ ციკლში, სადაც გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა. თუმცა არც მათ გაუმართლათ - ფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიაც სტუმრად თამაშობს - ან ბელარუსში, ან თბილისში. 

საქართველოსა და ბელარუსის წყვილში ბუქმეიქერები უპირატესობას საქართველოს ანიჭებენ", - წერს გამოცემა. 

A გზა

ბუქმეიქერების ფავორიტების რიგითობა: ისლანდია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი

B გზა

ბუქმეიქერების ფავორიტების რიგითობა: ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია

C გზა

ბუქმეიქერების ფავორიტების რიგითობა: სერბეთი, ნორვეგია, შოტლანდია, ისრაელი.

რუმინეთის გასვლა არ გვაწყობს

რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომელი ნაკრები გავა A გზიდან (რა საკვირველია, თუ ვაისის ნაკრები ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს). 

წაიკითხე ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

თუ A გზის კვარტეტიდან ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრები გავა, მაშინ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე "სიკვდილის ჯგუფში" (F) მოხვდება ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან, მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან და მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთ გრანდ გერმანიასთან. თუმცა, როგორც ხედავთ, რუმინელთა შანსებს ბუქმეიქერები დიდად არ აფასებენ (მესამე კვარტეტში). 

თუ რუმინეთი ვერ გავა ევრო 2020-ზე (და საქართველო გავა), მაშინ ვაისის გუნდი ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდება - ჰოლანდიასთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები