Thumbnail
  • გორი 24:36 BSB ბათუმი 
  • პეგასი 27:37 ქუთაისი 

საქართველოს ხელბურთის  უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 36:24 მოუგო გორს, ხოლო ქუთაისმა 37-27 დაამარცხა პეგასი. 

ბათუმელებს გორთან პრობლემები არ ჰქონიათ, ქუთაისმა კი 15:10 მოგებული პირველი ნახევრის შემდეგ, უპირატესობა თითქმის გაფლანგა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, თბილისელებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (24-25), თუმცა, ეს მათი ბოლო გაბრძოლება იყო. დარჩენილ დროში ქუთაისის უპირატესობა სწრაფად გაიზარდა, 37-27.

11 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 20 ქულით ბათუმი ლიდერობს, 18 ქულით მეორე ადგილზე ქუთაისია. რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.

გორი 24:36 BSB ბათუმი 

გორი: გლუნჩაძე - ახალბედაშვილი 5, გაგლოშვილი 5, დალაქიშვილი 5, ჯაფიაშვილი 4, ზუბიაშვილი 3, ბერუაშვილი 1, ბეთლემიშვილი 1, ნიაზაშვილი.

ბათუმი: ტორონჯაძე, ანთიძე - აბრამიშვილი 7, ტიელიძე 6, გიორგაძე 6, სიმონია 4, გოგოლაძე 3, ლაპიაშვილი 3, მჟავანაძე 3, მიქავა 2, ბერძენიშვილი 2, ტალახაძე, სტოლბოვი, მსხვილიძე.

პეგასი 27:37 ქუთაისი 

პეგასი: დიხამინჯია, გორგოძიანი - კუხალაშვილი 9, პატაშური 6, ჟვანია 5, ბაძაღუა 4, ჩეჩელაშვილი 2, მდივანი 1, კოხრეიძე, შუბითიძე, უთმელიძე, გ. არეშიძე, ა. არეშიძე.

ქუთაისი: გულეიშვილი, რუხაძე 1 - გამზარდია 10, ხაჟომია 7, რუსტამოვი 5, სტურუა 5, მერკვილაძე 2, სურმავა 2, ზარნაძე 2,  ფერაძე 1, ლომიძე 1, აბულაძე 1, კობახიძე, ჯუღელი, იმნაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები