Thumbnail
  • შოთა არველაძის ფახთაქორმა ზედიზედ 2 მატჩი მოიგო
  • უზბეკები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ლიდერობენ

შოთა არველაძის ფახთაქორმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი 2 მატჩის მოგება შეძლო და ჯგუფს ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან ერთად ლიდერობს. არველაძის გუნდმა მე-2 ტურში ირანული შაჰრ ხოდრუ 3:0 დაამარცხა, ხოლო პირველ ტურში ალ შაბაბის 2:1 მოუგო.

შოთას გუნდი მესამე ტურში ალ ჰილალის დაუპირისპირდება, რომლის რიგებსაც სებასტიან ჯოვინკო, ბაფეტიმბი გომისი, ანდრე კარილიო იცავენ. აღსანიშნავია, რომ გამოცდილ შემტევს, ერენ დერდიოკს, ქართველი მწვრთნელი ძალიან ცოტა სათამაშო დროს აძლევს. ფახთაქორი ალ ჰილალის სტუმრად ეთამაშება. მატჩი 3 მარტს გაიმართება.

 ფახთაქორი 2:1 შაბაბ ალ აჰლი - მატჩის მიმოხილვა 📺

ფახთაქორი 3:0 შაჰრ ხოდრუ - მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები