Thumbnail
  • ბერლინში Laureus World Sports Awards გაიმართა
  • წლის საუკეთესო სპორტსმენები: ლიონელ მესი, ლუის ჰემილტონი და სიმონ ბაილსი

ბერლინში Laureus World Sports Awards-ის ცერემონიალი გაიმართა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცებად ფეხბურთელი ლიონელ მესი და ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰემილტონი დასახელდა. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "სპორტული ოსკარი" ორ სპორტსმენზე გაიყო.

წლის სპორტსმენის ტიტულისთვის ასევე იბრძოდნენ: ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი, მოტომრბოლელი მარკ მარკესი და მძლეოსანი ელიუდ კიპჩოგე.

"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, მიხარია, რომ პირველი ვარ ბარსელონაში, ვინც ლაურეუსის აკადემიის პრიზი მიიღო. დიდი მადლობა აკადემიას", - თქვა ლიონელ მესიმ, რომელიც ჰემილტონისგან განსხვავებით, ცერემონიალს არ ესწრებოდა. 

2019 წელს ლიონელ მესიმ ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული, მე-6 "ოქროს ბურთი" მოიგო, ხოლო ჰემილტონი კარიერაში მე-6-ედ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი გახდა.

წლის საუკეთესო გუნდი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებია, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა. 

ცერემონიალში მონაწილეობას ბევრი ვარსკვლავი იღებდა, მათ შორის დირკ ნოვიცკი, კატარინა ვიტი, ნადია კომანეჩი, ვლადიმირ კლიჩკო და სხვები.

კომენტარები

ბოლო ამბები