Thumbnail

ცოლად გამომყვები? ლაციოს ფანის სიურპრიზი ოლიმპიურ სტადიონზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • Will you marry me? ბურთის მიმწოდებელი ბიჭების გამოსახულებით
  • თამაშის დასრულების შემდეგ, რომაელმა ქომაგმა ორმაგად გაიხარა

რომის ლაციოს ფანმა მეგობარი გოგონასთვის ხელის თხოვნის ორიგინალური ხერხი მოიფიქრა და ამას ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილმა ათი ათასობით ადამიანმა უყურა.

ამბავი სერია A-ს გასული ტურის ცენტრალური მატჩის დაწყებამდე მოხდა, რომელშიც ერთმანეთის ლაციო და მილანის ინტერი დაუპირისპირდნენ.

რომაული კლუბის ქომაგმა დახმარება ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს სთხოვა, რომლებიც მოედნის გასწვრივ ისე განლაგდნენ, რომ მათ მაისურებზე ტრადიციული შეკითხვა გამოსახულიყო: Will you marry me? (ცოლად გამომყვები?).

როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს, ლაციოს ქომაგმა საყვარელ ადამიანს ბეჭედიც მინდვრის პირას გაუკეთა, მალევე კი ორმაგად გაიხარა, რადგანაც რომაელებმა ინტერს 2:1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს.

კომენტარები

ბოლო ამბები