Thumbnail

'ჩვენ ერთად შევძლებთ!' - იკერ კასილიასი პრეზიდენტობის კანდიდატია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 38 წლის მეკარეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს
  • რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ამის შესახებ ტვიტერზე წერს
  • იკერს არჩევნებში მეტოქედ მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ეყოლება

პორტუს მეკარე იკერ კასილიასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. ამის შესახებ 38 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ტვიტერში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა.

"დიახ, წამოვაყენე კანდიდატურა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში. ჩვენ ერთად შევძლებთ, ფედერაცია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთის - ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე ავიყვანოთ.

გადაწყვეტილების შესახებ ჩემი კლუბის, პორტუს პრეზიდენტს უკვე ვაცნობე, რომლის მიმართ მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო", - წერს მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონის გვერდი.

როგორც ჩანს, იკერის სპორტული კარიერა დასრულებულია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები წელს უნდა გაიმართოს და მასში მონაწილეობას, კასილიასის გარდა, მოქმედი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასს ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა პაუზა შარშან მაისში გადატანილი გულის შეტევის გამო აქვს აღებული.

ესპანელ მეკარეს შარშან გაზაფხულზე გულზე ოპერაცია დასჭირდა

იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს (2010) და ევროპის ორგზის (2008 და 2012 წლები) ჩემპიონია. ის მადრიდის რეალის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც პორტუგალიურ პორტუში გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები