Thumbnail

გვარდიოლა რჩება! ესპანელი გუნდს კრიტიკულ სიტუაციაში არ მიატოვებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გვარდიოლა წასვლას არ აპირებს
  • ამის შესახებ ესპანელმა ახლობელ ადამიანებს განუცხადა

ბრიტანეთის საზოგადოებერივი მაუწყებლის ცნობით პეპ გვარდიოლამ მეგობრებთან საუბარში განაცხადა, რომ მანჩესტერ სიტის ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციის მიუხედავად, კლუბში დარჩება და მუშაობს განაგრძობს.

მანჩესტერ სიტი გადაწყვეტილებას პარასკევს გაასაჩივრებს, მაგრამ სანამ საჩივარზე არბიტრაჟი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მანამდე კლუბის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება.

როგორც მოსალოდნელია, გვარდიოლა ამ საკითხზე ოთხშაბათს ვესტ ჰემთან გადადებული მატჩის შემდეგ ისაუბრებს.

მატჩის წინა პრესკონფერენცია არ გაიმართება, რადგან რეგულაციების მიხედვით კლუბებმა ეს პროცესი ერთხელ უკვე გაიარეს და განმეორებითი პრესკონფერენციის ვალდებულებას პრემიერლიგა მათ ვერ აკისრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები