Thumbnail

ჯანელიძის დებიუტი ნაპოლიში – ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა ჩააგდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიგა ჯანელიძემ ახალი გუნდის მაისურით 19 წუთი ითამაშა
  • ქართველი ფორვარდის ნაპოლი პლეიოფში გასასვლელად იბრძვის

24 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ სერია A2-ს წევრ ნაპოლის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

Posted by Alessandro Pregarz on კვირა, 16 თებერვალი, 2020

შეგახსენებთ, რომ ჯანელიძე ნეაპოლელთა რიგებში სერია A-ს ბინადარ ტრიესტედან გადაბარგდა და ახალ გუნდში მისმა დებიუტმაც არ დააყოვნა.

ნაპოლი ბასკეტმა შინაურ კედლებში ედილნოლ ბიელას 74:60 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი მოედანზე 19 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ჯანელიძემ 2-ვე ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

Questa sera in campo nella nostra casa: siamo pronti ad accogliervi numerosi per una sfida fondamentale! Appuntamento alle 17 al PalaBarbuto, pronti a riempirlo?!? 🌋💙🏀👌🏿 #NataStoria

Posted by Napoli Basket on კვირა, 16 თებერვალი, 2020

ნეაპოლელებმა სერია A2-ს დასავლეთ ზონაში 13 მოგება და 11 მარცხი მოაგროვეს და მე-9 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა კი, საპლეიოფო ზონაში მყოფ რიეტის მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან.

გიგას ახალ გუნდს მომდევნო შეხვედრა 23 თებერვალს ელის, როდესაც ფორტიტუდოს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები