Thumbnail

მარია შარაპოვას პაროდია საბა კვერკველიასგან - ტენისბოლი ესპანურ შეკრებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 28 წლის მცველი მოსკოვის ლოკომოტთან ერთად ესპანურ შეკრებაზე ემზადება
  • ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს მარია შარაპოვას პაროდია გააკეთა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივთან ერთად ესპანურ შეკრებაზე სეზონის განახლებისთვის ემზადება. რუსული კლუბის პრესსამსახურმა ტვიტერზე 28 წლის ქართველი ფეხბურთელის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.

საბა თანაგუნდელთან ტენისბოლს (ჩოგბურთი ფეხით) თამაშობს, რა დროსაც ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას პაროდიას ასრულებს - ბურთზე თამაშისას ხმას მის მსგავსად გამოსცემს.

ქართველმა მცველმა, რომელსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, ტრავმა აწუხებდა, 2019/20 წლების სეზონში საკლუბო დონეზე სულ 3 მატჩში ითამაშა - რუსეთის თასზე, რუსეთის პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლო ინფორმაციით, საბამ ტრავმა სრულებით მოიშუშა და სეზონის განახლებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საბა კვერკველია ესპანურ შეკრებაზე ემზადება

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ფეხბურთელმა მოსკოვურ კლუბთან ერთად თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და სუპერთასი, ორჯერ კი რუსეთის თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები