Thumbnail

გულიტს იუვენტუსი აწუხებს - მილანის ლეგენდას სარის გუნდი არ მოსწონს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გულიტისთვის იუვეს ყოველწლიური ჩემპიონობა შემაწუხებელია
  • სარის გუნდი მისთვის დამაჯერებელი არ არის, კონკურენტებს შანსი აქვთ

ამ სეზონში იტალიაში ჩემპიონობისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა. სამი გუნდი (იუვე, ინტერი, ლაციო) სამ ქულაშია ერთმანეთისგან. მილანის და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა რუდ გულიტმა აღნიშნა, რომ წლევანდელი საჩემპიონო რბოლა მას ძალიან მოსწონს და ბოლო წლებში იუვეს ყოველწლიური ჩემპიონობა უკვე შემაწუხებელი იყო.

გულიტმა ისიც აღნიშნა, რომ წლევანდელი იუვე მაურიციო სარის ხელში კვლავ ფავორიტია სკუდეტოსთვის ბრძოლაში, თუმცა ბევრი პრობლემები და სუსტი წერტილები აქვს. შესაბამისად, ჰოლანდიელი მიიჩნევს, რომ ლაციოს და ინტერს ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები