Thumbnail

ჰარი გრეგი - მანჩესტერ იუნაიტედის გმირი ფეხბურთელი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰარი გრეგი 1932-2020
  • 'მიუნხენის გმირი' 87 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე - ჰარი გრეგი, რომელიც 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფას გადაურჩა, დღეს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას ხშირად უწოდებდნენ 'მიუნხენის გმირს' რადგან კატასტროფის შემდეგ, გრეგმა რამდენიმე მგზავრი ალ მოკიდებული ხომალდიდან გამოიყვანა, მათ შორის სერ ბობი ჩარლტონიც.

ჩრდილოეთ ირლანდიელი იუნაიტედს ტრაგედიამდე 2 თვით ადრე შეუერთდა. "მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში წავიდა ამ ქვეყნიდან" - განაცხადა გრეგის ფონდის წარმომადგენელმა.

'ბასბის ბავშვების' წევრი კლუბმა 1957 წელს £23,000 ფუნტად დაიმატა, რაც იმ დროისთვის, მსოფლიო ფეხბურთში, მეკარეში გადახდილი სარეკორდო თანხა გახლდათ.

'მიუნხენის გმირი'

1958 წლის 6 თებერვალს, მანჩესტერ იუნაიტედის თვითმფრინავი, რომელიც ბელგრადიდან მანჩესტერში ბრუნდებოდა, საწვავის შევსების მიზნით მიუნხენში გაჩერდა.

აფრენისას, კლუბის ხომალდს ცეცხლი მოეკიდა და ასაფრენ ბილიკზე კატასტროფა განიცადა. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ჯამში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ფეხბურთელი.

გრეგი ერთ-ერთი პირველი იყო ბორდზე, ვინც ავარიის შემდეგ გონზე მოსვლა სწრაფად შეძლო და ალ მოკიდებული თვითმფრინავიდან მგზავრების გარეთ გაყვანა დაიწყო.

ოლსტერმა თვითმფრინავდიდან 12-მდე მგზავრი გამოიყვანა, მათ შორის თანაგუნდელი - სერ ბობი ჩარლტონი და სერბი დიპლომატის ცოლი - ვერა ლუკიჩი, რომელიც ფეხმძიმე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ლუკიჩის უმცროსი ვაჟი - ჯონ ლუკიჩი გრეგის მსგავსად მეკარე გახლდათ და თითქმის 20 წელი ითამაშა ინგლისის პირველ დივიზიონში, არსენალის და ლიდსის შემადგენლობაში.

"მე ვარ ჰარი გრეგი, ვინძორ ავენიუს 34-ში ვცხოვრობ, ხან კარგი მეკარე ვიყავი, ხან ნაგავი - ესე დამიმახსოვრეთ და არა იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც მიუნხენში დაგვატყდა თავს." - ეს სიტყვები წარმოთქვა ირლანდიელმა 1995 წელს, როდესაც ელიზაბეტ მეორემ მას ბრიტანეთის ორდენი (OBE) გადასცა.

ჰარი გრეგი | 1932-2020

ჰარი გრეგი | 1932-2020

ჰარი გრეგი | 1932-2020

ჰარი გრეგი | 1932-2020

ჰარი გრეგი | 1932-2020

კომენტარები

ბოლო ამბები