Thumbnail

მადრიდის რეალს აზარის დაბრუნებამ ვერ უშველა - ფრე სელტასთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რეალი 2:2 სელტა
  • გოლები: 0:1 სმოლოვი (7), 1:1 კროოსი (52), 2:1 რამოსი (65-პენ.), 2:2 მინა (85)

ლა ლიგის 24-ე ტურში, მადრიდის რეალმა ვიგოს სელტა მიიღო და მოულოდნელად, ორი ქულა დაკარგა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგის გარდა, უნდა გამოვყოთ ედენ აზარის თამაში, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. 

თამაში 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც იაგო ასპასის შესანიშნავი პასის შემდეგ, ფიოდორ სმოლოვმა გახსნა ანგარიში, 0:1. რეალს დიდი დრო დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. ამჯერად, მეორე ტაიმის დაწყებიდან იყო გასული 7 წუთი, როდესაც მასპინძლთა შეტევა ტონი კროოსის ძლიერი და ზუსტი დარტყმით დასრულდა, 1:1. 65-ე წუთზე, სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით რეალი წინ გაიყვანა, 2:1. პენალტი ედენ აზარმა მოიპოვა. მატჩის დასრულბამდე 5 წუთით ადრე, დენის სუარესის ბრწყინვალე პასის შემდეგ, სანტი მინამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:2.

მადრიდის რეალმა 53 ქულა მოაგროვა და სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. ზინედინ ზიდანის გუნდს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ბარსელონა, დანარჩენები კი შორს არიან. 

ერთ ეპიზოდში, სელტას ფეხბურთელმა აიდუმ ზინედინ ზიდანი წააქცია და ბუცი სახეში მოარტყა

რეალი 2:2 სელტა

გოლები: 0:1 სმოლოვი (7), 1:1 კროოსი (52), 2:1 რამოსი (65-პენ.), 2:2 მინა (85).

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - ვალვერდე, კაზემირო, კროოსი (81. მოდრიჩი) - ბეილი (84. მენდი), აზარი (53. ვინიციუსი), ბენზემა.

სელტა (3-5-2): ბლანკო - აიდუ, მურილიო, არაუხო - ვასკესი (55. სისტო), რაფინია, იუკუშლუ, ბრადარიჩი (83. მინა), ოლაცა - ასპასი, სმოლოვი (70. სუარესი).

კომენტარები

ბოლო ამბები