Thumbnail

კენჭაძე ბრინჯაოს პრიზიორია – მორიგი მედალი ევროპის პირველობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელ მეტოქეს წმინდად აჯობა
  • ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედალს უკვე მესამედ დაეუფლა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ავთო კენჭაძის ლამაზი გამარჯვება

ავთო კენჭაძის ლამაზი გამარჯვება 💪 ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი 🥉

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 16 თებერვალი, 2020

ავთო მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ კიროვს გაეჯიბრა და ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

24 წლის ქართველი ფალავანი 8:0 დაწინაურდა, შემდეგ კი, მეტოქე შებოჭა და სუფთა გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 9:2 სძლია, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან (რუსეთი) 0:11 წააგო, რეპეშაჟში კი ასევე 11:0 ესპანელ ხონატან ალვარეს დიაზს აჯობა.

ცნობისთვის, ავთანდილმა ევროპირველობებზე უკვე მე-3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი უმაღლესი შედეგი კი ვერცხლი გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები