Thumbnail
  • იუვენტუსი 2:0 ბრეშა
  • გოლები: 1:0 დიბალა (38), 2:0 კუადრადო (75)

სერია A-ს 24-ე ტურში, იუვენტუსმა ბრეშას უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქულა ადვილად აიღო. მაურიციო სარის გუნდმა 2:0 სძლია მეტოქეს, გოლები კი პაულო დიბალამ და ხუან კუადრადომ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბრეშა 37-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, რადგან ფლორიან აიემ წითელი ბარათი მიიღო. წინა ტურში, ვერონასთან მარცხის შემდეგ, იუვესთვის ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო.

ტურინულ გუნდს კრიშტიანო რონალდო აკლდა. მაურიციო სარიმ მისი დასვენება გადაწყვიტა. სამაგიეროდ, მოედანს ზაფხულის შემდეგ პირველად დაუბრუნდა ჯორჯო კიელინი, რომელმაც აგვისტოში ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა.

Welcome back, Giorgio Chiellini! ⚪️⚫️ #JuveBrescia #FinoAllaFine #ForzaJuve

Posted by Juventus on კვირა, 16 თებერვალი, 2020

'ალიანც არენაზე' შეკრებილი გულშემატკივრები 35 წლის კიელინის ოვაციებით შეხვდნენ. ჯორჯო სათადარიგოთა სკამზე იყო და 78-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როდესაც ლეონარდო ბონუჩი შეცვალა. კიელინის დაბრუნება მატჩის მთავარი მოვლენა გახდა. ბრეშას დამარცხებით, იუვენტუსმა 57 ქულა მოაგროვა და განაგრძობს ბრძოლას სკუდეტოსთვის ინტერთან და ლაციოსთან ერთად.

📺 ვიდეო: იუვენტუსი 2:0 ბრეშა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები