Thumbnail
  • დინამო ბათუმი 1:2 დნიპრო 
  • გოლები: 0:1 ტეილორი (20), 0:2 ხობლენკო (57), 1:2 თევდორაძე (90-პენ.)

დინამო ბათუმმა მეორე თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი დნიპროს დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინული გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. 

დნიპრომ თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა დინამოს და აქედან მეორე თერთმეტმეტრიანი დარტყმით. ბათუმურმა გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეამცირა სხვაობა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, 1:2. თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი ვაკო თევდორაძემ გამოიჩინა.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

დინამო ბათუმს პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ ფლამარიონ ჯოვინომ პენალტი ვერ გაიტანა. როგორც წინა შეხვედრაში (დინამო ბათუმი 0:1 ოლიმპიკი დონეცკი), ამჯერადაც გეგუჩაძემ თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

პირველ ტაიმში ჯოვინომ პენალტი ვერ გაიტანა

ბათუმური გუნდი თურქეთში კიდევ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 19 თებერვალს - დესნასთან, 22 თებერვალს - ლევადიასთან.

დინამო ბათუმი 1:2 დნიპრო 

გოლები: 0:1 ტეილორი (20), 0:2 ხობლენკო (57), 1:2 თევდორაძე (90-პენ.).

დინამო ბთ. (4-4-2): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ვაგნერი, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე, ჯიღაური - ჯოვინო, დვალიშვილი.

სათადარიგო ფეხბურთელები: ხარატიშვილი, ჩალაძე, მელიავა, ფაცაცია, ტეიდი, ცინცაძე, თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ვინისიუსი, ჯიჯავაძე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები