Thumbnail
  • ავთანდილ კენჭაძემ რეპეშაჟში გამარჯვება იზეიმა
  • ევროპირველობის ფინალური ბლოკი 21:00 საათზე დაიწყება

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, ტურნირის დასკვნით დღეს 4 მედლის მოპოვების შანსი ექნებათ.

ეს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მცირე ხნის წინ, ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.) რეპეშაჟში გამარჯვება იზეიმა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კენჭაძემ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ტურნირის მერვედფინალში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს 9:2 სძლია, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვთან (რუსეთი) 0:11 წააგო.

დღეს, ქართველმა ფალავანმა ესპანელი ხონატან ალვარეს დიაზი 11:0 გაანადგურა, მე-3 ადგილისთვის კი ბულგარელ მიროსლავ კიროვს შეერკინება.

შეგახსენებთ, რომ საღამოს ბლოკში ფინალში ვიხილავთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს – ბექა ლომთაძესა (61 კგ.) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ.).

ლომთაძე ძალებს რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან მოსინჯავს, ხოლო პეტრიაშვილის მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.

კენჭაძის მსგავსად, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ირაკლი მწითური (92 კგ.), რომელიც აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს შეერკინება.

ფინალური სესია თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები