Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე შეკრება დაასრულა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
  • კონტინენტის პირველობა 2020 წლის 3-12 ივლისს ლატვიაში გაიმართება 
     

მეორე საწვრთნელი შეკრება გამართა საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც 2020 წლის ივლისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს სათამაშო ლატვიაში. 6-16 თებერვალს ნაკრების ოცმა კანდიდატმა მცხეთის სპორტკომპლექსში ივარჯიშა. შეკრებაზე აქცენტი სათამაშო კომპონენტებზე გაკეთდა. სამწვრთნელო შტაბში იყვნენ სერბი დამირ სტოიანოვიჩი, კალანდაძე, სახვაძე და მეკარეების მწვრთნელი, ბერძენი ვასილის ანასტასელოსი. 

ახალგაზრდული გუნდისთვის მზადების მორიგი ეტაპი აპრილშია დაგეგმილი. გუნდი ჯერ თბილისში შეიკრიბება, 17-19 აპრილის პერიოდში კი დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ან, შესაძლოა, ტურნირიც შესაბამისი ასაკის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. ეს პერიოდი ოფიციალურ სანაკრებო პაუზას ემთხვევა და შესაბამისად, გუნდთან ერთად იქნებიან ლეგიონერებიც: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი) და კახა ჩადუნელი (ლემგო, გერმანია).

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. მეორე გუფში არიან: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი და კოსოვო. ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გავლენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

მეკარეები: ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო), ლუკა გორგოძიანი (GK, 2002, პეგასი), ნაზიმ ალიევი (GK, 2002, ქარიშხალა).

მოთამაშეები: ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), ჯემალ იმნაძე (2001, სპორტუნი), გიორგი ქათამაძე (2000, პეგასი), გიორგი შუბითიძე (2002, პეგასი) - გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი-სტუ), რამაზ ზურაბიანი (2000, სპორტუნი), თორნიკე მდივანი (2002, პეგასი), აკაკი პატაშური (2002, პეგასი) - გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი), ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი), ანდრო ერისთავი (2001, იმედი-სტუ), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი) - გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), დავით ჟვანია (2002, პეგასი).

აპრილში დაემატებიან: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფრანგეთი), კახა ჩადუნელი (2001, ლემგო, გერმანია); ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფრანგეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები