Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თელასი იგებს და ლიდერობს

  • თბილისი 6:3 ილიაუნი
  • თელასი 4:2 მართვე
  • თსუ 9:0 ბსუ

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალურ მატჩში ილიაუნიმ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია თბილისთან მარცხით დაასრულა. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის პირველი ნახევარი თბილისის ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა. უნივერსიტეტელებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება 24-ე წუთზე მოახერხეს, მაგრამ ორბურთიანი ჩამორჩენა მალევე აღდგა და ილიაუნი მეტოქეს მეტად ვეღარ მიუახლოვდა. მატჩი საბოლოოდ 6:3 თბილისის სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ოთარ ბერეჩიკიძემ გაიფორმა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა თელასმა ქუთაისის მარვეს უმასპინძლა. პირველი ნახევარი ენერგეტიკოსებმა მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრეს. მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაიტანეს. ქუთაისელებმა სხვაობა ორამდე შეამცირეს და საბოლოოდ, 2:4 დამარცხდნენ.
მერვე ტურის სასტარტო მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან კარი მშრალად შეინახა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 9:0 დაამარცხა. თსუ-ს რიგებიდან დუბლი შაკო კაპანაძემ და გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმეს.

სატურნირო ცხრილს 21 ქულით თელასი ლიდერობს, მეორე ადგილზე 18 ქულით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მესამე პოზიციას კი 15 ქულით ილიაუნი იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები