Thumbnail

'საუკეთესო გუნდი მყავს' - რა ელის წინ დვალიშვილს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დვალიშვილის ზედიზედ მესამე მოგება
  • ქართველმა მებრძოლმა კეისი კენი დაამარცხა...

დღეს დილით UFC-ის ქართველმა მებრძოლმა - მერაბ დვალიშვილმა ორგანიზაციის სახელით მეხუთე ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

დვალიშვილმა მსუბუქი წონის დივიზიონის რეიტინგში მე-15-ე ადგილზე მყოფ მებრძოლს - კეისი კენის მოუგო და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.

როგორც ბრძოლამდე მერაბმა განაცხადა, კენისთან მოგების შემდეგ იგი სავარაუდოდ რომელიმე ყოფილ ჩემპიონს დაუპირისპირდება, ნახსენები იყო კოდი გარბრანდტის და ტიჯეი დილაშოუს სახელები.

"აქ ჩემ გუნდთან ერთად ვარ, ყველას ძალიან დიდი მადლობა - საუკეთესო გუნდი მყავს!" - ამბობდა დვალიშვილი ბრძოლის შემდეგ.

"ჩვენც გვიყვარხარ, მერაბ!" - შეაწყვეტინა დვალიშვილს მისმა მწვრთნელმა და UFC-ს მსუბუქი-მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა - მატ სერამ.

Big thank you Ray Longo Matt Serra and all my team 🙏❤️ Longo and Weidman MMA Serra BJJ

Posted by Merab Georgia Dvalishvili on შაბათი, 15 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები