Thumbnail
  • ილიას ზუროსმა 16 კალათბურთელი შეარჩია და შეკრებას იწყებს
  • საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 20 თებერვალს შვეიცარიასთან გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას 16 თებერვლიდან იწყებს. თბილისის სპორტის სასახლეში, 18:30 საათზე ნაკრების პირველი ვარჯიში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ დასახელებული 24 კანდიდატიდან, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 16 კალათბურთელი შეარჩია, რომლებიც შეკრებას დაიწყებენ.

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც 24-კაციანი გაფართოებული სიიდან შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, რეზერვში არიან და მიმდინარე შეკრების პერიოდში შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოიძახონ ვარჯიშზე. სარეზერვო სიაში 8 მოთამაშეა: ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, ლუკა ბულაშვილი, სანდრო სანაძე, ნიკა გაფრინდაშვილი, ნიკა დარბაიძე და აკაკი დვალიშვილი. 

საქართველოს ნაკრები 16, 17, 18 და 19 თებერვალს ვარჯიშებს სპორტის სასახლეში გამართავს, რის შედეგადაც ზუროსი საბოლოოდ შეარჩევს გუნდის 12-კაციან შემადგენლობას, რომლითაც 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას, 23 თებერვალს კი ბელგრადში – სერბეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები