Thumbnail

გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის ნაცვლად - ნეიმარმა პსჟ გააბრაზა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის ფორვარდი დიუსელდორფში ერთ-ერთი ბრენდის ფოტოსესიას დაესწრო
  • პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ბრაზილიელის საქციელმა ძალიან გააბრაზა

ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ნეიმარის საქციელის გამო. ამჯერად 28 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა გერმანიაში, დიუსელდორფში გაისეირნა, რათა მონაწილეობა ტანსაცმლის ერთ-ერთი ბრენდის სარეკლამო ფოტოსესიაში მიეღო.

ნეიმარი ამჟამად ტრავმირებულია, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა კი იმედოვნებდა, რომ ნეიმარი მაქსიმალურად მოინდომებდა, რათა ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩისთვის მწყობრში ჩამდგარიყო და ყურადღებას არასაფეხბურთო ღონისძიებებს არ დაუთმობდა.  

სავარაუდოდ, ბრაზილიელი ფორვარდი ამ დროს ბორუსიასთან თამაშზე არ ფიქრობდა 

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს პსჟ სტუმრად დორტმუნდში ბორუსიას უნდა დაუპირისპირდეს. რაც შეეხება ნეიმარის საქციელს, ყველაფრის მიუხედავად, პარიზული კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის დასასჯელად რაიმე ტიპის სანქციებს არ მიმართავს.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენის მაისურით 14 მატჩში ითამაშა და 13 გატანილი გოლით გამორიჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები