Thumbnail
  • ფრანგი ფეხბურთელი ტურინელთა ღირსებას 2012-16 წლებში იცავდა
  • მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგ ფეხბურთელს 140 მილიონად აფასებს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დიდი ალბათობით, ტურინის იუვენტუსში დაბრუნდება.

ეს ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, იტალიური გრანდი აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს. 26 წლის ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით მადრიდის რეალი და პსჟ-ც არიან დაინტერესებულნი, თუმცა, თავად ფეხბურთელს გული უფრო ტურინისკენ მიუწევს.

“პოლისთვის იტალია სახლივითაა. მას იუვენტუსში დაბრუნება ნამდვილად უნდა” – პოგბას აგენტის მინო რაიოლას ამ კომენტარსაც ნიკოლო სკარა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ვარსკვლავი იუვედან მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წლის ზაფხულში გადაბარგდა, თუმცა, ბოლო პერიოდი ჩრდილში გახლავთ მოქცეული.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პოლმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

საინტერესოა, რომ თავის დროზე მანჩესტერელებმა პოგბას სანაცვლოდ 105 მილიონ ევროდ იყიდეს, ამჟამად კი, მას 140 მილიონად აფასებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები