Thumbnail

დაღუპულთა პატივსაცემად – სამგლოვიარო ნიშნები ოლ სტარის მაისურებზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ყველა ვარსკვლავთა მატჩზე ბრაიანტსა და შტერნს გაიხსენებენ
  • რიგით 69-ე ოლ სტარს 15-17 თებერვალს ჩიკაგო უმასპინძლებს

NBA-ს მოახლოებული ოლ სტარის ღონისძიებებზე კალათბურთელები სპეციალური მაისურებით წარსდგებიან, რომლებზეც სამგლოვიარო ნიშნები იქნება დატანილი.

ფორმის ერთ მხარეს შავი წრე სჩანს 9 თეთრი ვარსკვლავით. ისინი კობი ბრაიანტს, მის ქალიშვილ ჯანასა და კიდევ 7 ადამიანს განასახიერებენ, რომლებიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

მაისურის მე-2 ნაწილზე შავი ლენტია განთავსებული დევიდ შტერნის მოსაგინრად. ეს უკანასკნელი NBA-ს 1984-დან 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა, მიმდინარე წლის იანვარში კი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ოლ სტარს (რიგით 69-ე) 15-17 თებერვალს ჩიკაგოს United Center-ი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები