Thumbnail

ტორპედომ სერბი ლეგიონერი დაიმატა - ქუთაისური გუნდი ძლიერდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჯერ სამედიცინო შემოწმება და შემდეგ კონტრაქტი
  • ვანია მარკოვიჩი კორონასა და ვარდარში თამაშობდა

ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის ემზადება და ახალი ფეხბურთელებით ძლიერდება. კლუბი იუწყება, რომ ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩთან შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს ქუთაისურ გუნდში გაატარებს. 25 წლის მარკოვიჩი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ, კონტრაქტიც გაფორმდება.

ტორპედოს სერბმა ახალწვეულმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო. 2012-დან 2017-წლამდე პოლონური კორონას ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წელს ვარდარში გადაბარგდა. ვარდარის მაისურით მარკოვიჩმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.

📝 ტორპედოსა და ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს ჩვენს...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on პარასკევი, 14 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები