Thumbnail

'ის არის ერთ-ერთი მიზეზი' - რატომ დაბრუნდა ბუფონი იუვენტუსში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 42 წლის მეკარე ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში
  • ლეგენდარულმა იტალელმა თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოზეც ისაუბრა

ტურინის იუვენტუსის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა თავის თანაგუნდელ კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა. 42 წლის ლეგენდარული იტალიელი მეკარე არ მალავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ტურინულ კლუბში დაბრუნდა, პორტუგალიელი თავდამსხმელის გვერდით ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა იყო.

"ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ამიტომაც ვაგრძელებ თამაშს. ისეთ კლუბში დაბრუნება, როგორიც იუვენტუსია, მოტივაციას მმატებს. აქ არსებული ვითარება უფრო პასუხისმგებლიანსა და თავდაჯერებულს მხდის.

რაც შეეხება რონალდოს, ის არაჩვეულებრივა. გულწრფელად ვაღიარებ, იუვენტუსში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი, კრიშტიანოსთან ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა იყო", - ამბობს ჯიჯი.

ბუფონი ბედნიერია, რომ რონალდოს გვერდით თამაშობს  

ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსის ღირსებას 2001 წლიდან იცავს, სადაც პარმადან გადავიდა. ჯიჯიმ მხოლოდ წინა სეზონი გაატარა პარი სენ-ჟერმენში, რის შემდეგაც კვლავ ტურინულ კლუბს დაუბრუნდა.

კრიშტიანო რონალდომ ტურინის იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალიდან გადავიდა. 35 წლის პორტუგალიელმა ტურინულ კლუბში სერია A-ს და იტალიის სუპერთასის მოგება მოასწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები