Thumbnail

ახალი კადრები - ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულებულია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
  • სავარაუდოდ, არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება

ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და სავარაუდოდ, არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

მშენებლობის დამკვეთმა, შპს სტადიონმა გაავრცელა ახალი ფოტოები და ვიდეო. სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულებულია. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ამ ეტაპზე, გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს. მოეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე.

კომენტარები

ბოლო ამბები