Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 141:133 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • ბოსტონის გამარჯვება პირველ რიგში ჯეისონ ტეიტუმის დამსახურებაა

სელტიკსი კლიპერსის წინააღმდეგ - ამ მატჩს NBA-ში მოუთმენლად ელოდებოდნენ.

ნოემბრის ბოლოს, მათი პირველი შეხვედრაც დრამატული და ოვერტაიმიანი იყო, ამჯერად კი, გამარჯვებულის გამოსავლენად ორმაგი ოვერტაიმი გახდა საჭირო. განსაკუთრებით ჯეისონ ტეიტუმის დამსახურებაა ის, რომ ბოსტონმა ეს დუელი მოიგო - მან 39 ქულა დააგროვა! 

მთელი მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა. მართალია, მასპინძლებმა მესამე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდა. თამაში პირველ ოვერტაიმშიც ქულა-ქულაში მიდიოდა, თუმცა ტეიტუმის და მარკუს სმარტის დამსახურებით, ბოსტონს მცირე უპირატესობები ჰქონდა. დროის გასვლამდე 21 წამით ადრე ლანდრი შამეტმა სამქულიანი ჩააგდო, ანგარიში გაათანაბრა და თამაში მეორე ოვერტაიმში გადავიდა.

ბოსტონი ისევ სმარტმა და ტეიტუმმა დააწინაურეს. მერე კი გორდონ ჰეივორდმა, სამიანით და 4 ჯარიმით ბოსტონს ბოლო 9 თამაშში მე-8 გამარჯვება მოუტანა და ჰიუსტონ როკეტსთან წაგების შემდეგ წარმატებულ გზაზე დააბრუნა.

ჰეივორდმა თამაში 21 ქულით, 13 მოხსნით და 4 პასით დაასრულა. სმარტმა 31 ქულა დააგროვა, კემბა უოკერმა - 19 (პლუს 9 მოხსნა და 7 პასი). ყველაზე მეტ ქებას კი ტეიტუმი იმსახურებს, რომელმაც 39-ქულიანი შედეგი 23-დან 14 ჩაგდებით დადო (5/10 სამქულიანი) და 9 მოხსნაც გააკეთა. “ის დღეს საუკეთესო იყო!” - განაცხადა კემბამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ტეიტუმმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

📺 ვიდეო: ჯეისონ ტეიტუმის 39 ქულა კლიპერსთან

კლიპერსიდან ყველაზე პროდუქტიული ლუ უილიამსი გახლდათ - 35 ქულით და 8 პასით. კარგი მატჩი ჩაატარეს მონტრეზ ჰარელმა (24 ქულა, 13 მოხსნა) და კავაი ლეონარდმა (28/11). პოლ ჯორჯმა პარკეტი მეორე მეოთხედში, ტრავმის გამო დატოვა.

📺 ვიდეო: ბოსტონი 141:133 კლიპერსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები