Thumbnail

'მთავარი სიცოცხლეა' - ჰონკონგისა და სინგაპურის შვიდკაცა კორონავირუსის გამო გადაიდო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კორონავირუსმა შვიდკაცა რაგბის კალენდარი არია
  • ჰონკონგისა და სინგაპურის შვიდკაცა გადაიდო

კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიო რაგბის შვიდკაცას სერიის ორი დიდი ტურნირი, სინგაპურისა და ჰონკონგის შვიდკაცა გადადო. 

ვირუსმა, რომლის ვაქცინაც ჯერ შექმნილი არ არის, ჩინეთში 1 300 ადამიანზე მეტი შეიწირა და მსოფლიოს ეპიდემიით ემუქრება. სინგაპურის შვიდკაცა 11-12 აპრილის ნაცვლად, 10-11 ოქტომბერს გაიმართება. ჰონკონგის შვიდკაცა კი 3-5 აპრილის ნაცვლად 16-18 ოქტომბერს ჩატარდება.

"მორაგბეებისა და ფანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე ტურნირი შემოდგომისთვის გადავდოთ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები