Thumbnail
  • გენტი პარასკევს ეუპენს ესტუმრება
  • ვინ შეუწყვილდება შეტევაში ჯონათან დევიდს

14 თებერვალს (23:30 თბილისის დროით) გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჟუპილერლიგის 26-ე ტურში ეუპენს სტუმრობს. ეუპენი ბოლოსწინა ადგილზეა. ასე რომ, მეორე ადგილზე მყოფ გენტს ბრიუგესთან 9-ქულიანი ჩამორჩენის შემცირების შანსი აქვს.

Het Nieuwsblad  წერს, რომ შეტევაში გუნდს კვლავ აქვს საკადრო პრობლემა, უკრაინელი რომან იარემჩუკი კარგა ხანია ტრავმირებულია. ცნობილი გახდა, რომ ამ მატჩისთვის ლორან დეპუატრის თამაშიც გამოირიცხა.

წაიკითხე | 'ჩაკვეტაძე 25 მილიონზე მეტი ღირს' - გენტის გენერალური მენეჯერი

ასე რომ, ჯერ უცნობია, რას მოიფიქრებს დანიელი იეს ტორუპი. წინა მატჩებში მან ჯონათან დევიდი წინ წაწია და ის ერთხელ ქვილითაიას შეუწყვილა, ერთხელ კი ნიანგბოს, რაც შეეხება ბეზუსს, ის შემტევი წყვილის უკან თამაშობდა. voetbalnieuws.be წერს, რომ ახლა მწვრთნელი მესამე ვარიანტსაც განიხილავს - გიორგი ჩაკვეტაძეს. 

voetbalnieuws.be-მა მცირე გამოკითხვაც მოაწყო საიტზე - ვინ ურჩევნიათ ჯონათან დევიდთან ერთად შეტევაში სასტარტო შემადგენლობაში: ქვილითაია, ნიანგბო თუ ჩაკვეტაძე. ამ წუთისთვის ჩაკვეტაძე ლიდერობს 42%-ით, მეორე ადგილზე ქვილითაიაა - 39%, ნიანგბოს კი მხოლოდ ხმების 19% აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში გიორგი ქვილითაიამ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა (5 სასტარტოში), მას გოლი არ გაუტანია (2 ასისტი). რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან ჯერ მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტო შემადგენლობაში კი შარშანდელი აპრილის მერე არ უთამაშია. 

კომენტარები

ბოლო ამბები