Thumbnail

უგოლო ფრე ტაჯიკეთთან – 19-წლამდელები ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტაჯიკეთი 0:0 საქართველო
  • რამაზ სვანაძის გუნდს შოტლანდია, საფრანგეთი და რუსეთი ელიან

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ტაჯიკეთთან უგოლო ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, თუმცა, კარის აღება ვერცერთმა მოახერხა.

ტაჯიკეთი 0:0 საქართველო

საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი).

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. მატჩებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები