Thumbnail

არაბულის ვერცხლი ევროპაზე - 2 მედალი საქართველოს ნაკრებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ლევან არაბულმა (130კგ) იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალი იჭიდავა, სადაც რუმინელ ალენ ალეხუჩ ჩიურარიუს შეხვდა და ფინალში 1:6 დამარცხდა, რითიც საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

არაბულმა ფინალამდე გზიდან რუსი ზურაბ გედეხაური (4:0), აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათი (3:2) და უკრაინელი მიკოლა კუჩმი (2:1) ჩამოიცილა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2 მედალი დაუგროვდა: ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაო და ლევან არაბულის ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 მედლის მოგების შანსი აქვს: იური ლომაძე ფინალში გავიდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ამირან შავაძე იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები