Thumbnail
  • როპის პირველობას იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს
  • დღეს, ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც მეორე საჭიდაო დღეს ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოვიდნენ: 60, 67, 72, 82 და 97 კგ.

ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა - ოქროს მედლისთვის ბრძოლას იური ლომაძე და ამირან შავაძე აგრძელებენ. ამირან შავაძემ (60კგ) ფინალამდე შვეიცარიელ დიმიტარ სანდოვს 8:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი ფინელ ალექსეი ლატვალას იმავე ანგარიშით სძლია. შავაძის მეტოქე ნახევარფინალში თურქი ქერემ ქამალი იქნება.

იური ლომაძეს (72კგ) პირველი ბრძოლა გაუჭირდა, თუმცა მომდევნო ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 11:0 მოიგო და ნახევარფინალში ისიც თურქ მოჭიდავეს, სელჩუკ ჩანს დაუპირისპირდება.

გიორგი შოთაძე (67კგ) მერვედფინალიდან გავარდა - მან კარენ ასლანიანთან 0:9 წააგო. პირველ ეტაპზე დამარცხდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე (82კგ), რომელმაც ბელარუს სტანისლავ შაფარენკასთან 0:4 წააგო.

რევაზ ნადარეიშვილი (92კგ) ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა - ის ფინელ კოუსმანენთან 0:3 დამარცხდა და ფინელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ფინალური ბლოკი სილქ უნივერსალზე 21:00-საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ლევან არაბული შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები