Thumbnail

მარცხი 56 წუთში - ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს დაემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:6, 3:6 ანდრეი რუბლიოვი
  • ნიკამ შარშანდელი ქულები ვერ დაიცვა

ATP-ის ტურის მორიგი ტურნირი ABN AMRO WORLD TENNIS ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის (27) უიღბლო გამოდგა - მე-7 ნომრად განთესილ რუს ანდრეი რუბლიოვთან ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 3:6. ბრძოლა სულ რაღაც 56 წუთი გაგრძელდა.

ამით რუბლიოვმა ჰამბურგის ტურნირში ფინალში წაგებისთვის შური იძია ქართველ ჩოგბურთელზე. ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. 

ABN AMRO WORLD TENNIS TOURNAMENT-ის საპრიზო ფონდი 2 098 480 ევროა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიურ შეჯიბრში მონაწილეობა შარშანაც მიიღო და მაშინ მე-9 ნომრად იყო განთესილი. ნიკოლოზმა სამხრეთკორეელ ჰეიონ ჩუნგს 4:6, 7:6 (7:1), 6:2 მოუგო, მერვედფინალში კი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (1:7), 1:6. 

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილს 1 440 ქულა აქვს და 27-ე ადგილზეა, მისი პიკი კი გასული წლის მაისში იყო, როდესაც მე-16 პოზიციას უწია. 2020 წელს ბასილაშვილმა ერთეულებში 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები