Thumbnail

'6 ერს ხიბლი დაეკარგება' - ედი ჯონსის უარი აფრიკას, იაპონიასა და საქართველოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინგლისის ნაკრების თავკაცი 6 ერის გაფართოვებაზე
  • ედი ჯონსის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია

ინგლისის ნაკრების თავკაცი ედი ჯონსი ექვსი ერის პირველობის გაფართოვების სასტიკი წინააღმდეგია. ბოლო დროს ეს თემა კვლავ აქტულაური Daily Mail-ის სტატიის გამო გახდა - ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ტურნირს მეშვიდე მონაწილედ 2023 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაემატება. 

ედი ჯონსი ამბობს, რომ 6 ერის ფორმატის შეცვლით ტურნირი თავის "ხიბლს" დაკარგავს. "მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაისმის 6 ერზე სამხრეთ აფრიკის, იაპონიის ან საქართველოს დამატების მოწოდება, ედი ჯონსი სხვა აზრისაა", - წერს Fox Sports.

"ექვსი ერი რაგბის საუკეთესო ტურნირად მიიჩნევა და მეც ამავე აზრის ვარ. და რატომ უნდა დავამატოთ ტურნირს ისეთი გუნდები, რომლებიც ექვსი ერის დონეს დაწევენ? მოდი, მაგალითებით ავხსნათ - სუპერ რაგბი მშვენიერი ტურნირი იყო, სანამ იქ 12 გუნდი მონაწილეობდა, ჯერ 14 გახდა, მერე 15 და დაკარგა თავისი ხიბლი", - განაცხადა ედი ჯონსმა.

ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების ერთობლივი ვარჯიში. 2019 წ.

"ყველას სურს ერთმანეთში საუკეთესო გუნდებმა ითამაშონ, ექვსი ერის გუნდებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიციული დუელები და ეს ხელს უწყობს ტურნირს. აქ უფრო საოცარი ბრძოლებია, ვიდრე მსოფლიოს თასზე. ექვსი ერის საწყისი წლების შემდეგ დონე ძალიან განვითარებულია", - ამბობს ედი ჯონსი.

ედი ჯონსი ქართული რაგბის მიმართ თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ავსტრალიელმა მწვრთნელის ინიციატივით 2018 და 2019 წლებში "ბორჯღალოსნებმა" ინგლისში ერთობლივი ვარჯიშები გამართეს ინგლისის ნაკრებთან.  

კომენტარები

ბოლო ამბები