Thumbnail
  • ლევან არაბულის მეტოქე რუმინელი მოჭიდავე იქნება
  • ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი (130 კგ.) წევრი ლევან არაბული იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ლევან არაბულის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში

ლევან არაბულის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ფინელ სავოლაინენთან 130 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2020

არაბულმა დღეს ჩინებულად იჭიდავა და იტალიელ ელ მაჰდი როკაროს, გერმანელ იელო კრამერსა და ფინელ არვი მარტინ სავოლაინებს ერთნაირი ანგარიშით (9:0) აჯობა.

გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ლევანის მეტოქე რუმინელი ალენ ალეხუჩ ჩიურარიუ იქნება, რომელმაც გზიდან რუსი ზურან გედეხაური (4:0), აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათი (3:2) და უკრაინელი მიკოლა კუჩმი (2:1) ჩამოიცილა.

სამწუხაროდ, ფინალს მიღმა დარჩა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია. მან ნახევარფინალური შერკინება კარგად დაიწყო და რუს ვიტალი კაბალოევთან 2:1 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა და მან 5:2 მოიგო.

ამგვარად, ნუგზარი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი თურქ დოგუშ აიაზჩსა და რუმინელ ფლორინ ტიტას შორის უმჯობესი იქნება.

კვარცხლბეკზე ასვლის შანსი დაკარგეს ლევან ქავჟარაძემა (63 კგ.) და თორნიკე ძამაშვილმა (87 კგ.). იმ მოჭიდავეებმა, რომლებთანაც ქართველი ფალავნები მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ფინალში ვერ გააღწიეს და ჩვენები რეპეშაჟს მიღმა დარჩნენ.

ხვალ, რომაულ ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ხუთ წევრს ვიხილავთ. ესენი ამირან შავაძე (60 კგ.), გიორგი შოთაძე (67 კგ.), იური ლომაძე (72 კგ.), ლაშა გობაძე (82 კგ.) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ.) არიან. წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები