Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთთან გამარჯვებით 1,07 ქულა გამოიმუშავა
  • ''ბორჯღალოსნებმა'' იტალიის ეროვნულ გუნდს გადაასწრეს და მე-12 ადგილზე არიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სტუმრად ესპანეთს 23:10 სძლია და მორიგი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 2 ტურის თავზე 9 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 22 თებერვალს, ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიასთან ჩაატარებს.

''ბორჯღალოსნებს'' ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვებამ რეიტინგში 1,07 ქულა მოუტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა იტალიის ეროვნულ ნაკრებს გადაუსწრო და მსოფლიოს სარაგბო რეიტინგში 72,7 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. იტალიის ნაკრებმა 6 ერში ზედიზედ 2 მატჩი წააგო და მე-13 ადგილამდე დაქვეითდა.

მამუკაშვილმა ესპანეთთან
დუბლი შეასრულა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

 

კომენტარები

ბოლო ამბები